Baby Bag

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მაღალმთიანი რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.

„პედაგოგების მიერ შემუშავებულია არაერთი საინტერესო პროექტი, ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ მათ ახალი ინიციატივების შემუშავებასა და დანერგვაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მასწავლებელთა დისტანციური სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „განათლების დეცენტრალიზაცია უმნიშვნელოვანესია პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე დისტანციური სასწავლო პროგრამა მოქმედებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მასშტაბი გაიზარდოს რაიონების დონეზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პედაგოგებმა ისაუბრეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული პერსონალისთვის სახელფასო დანამატების აუცილებლობაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგების მიერ ინიცირებულია კანონპროქტი, რომელზეც მუშაობა საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივაზე საპასუხოდ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრობლემად რჩება ქართულენოვანი საბავშვო ბაღების ხელშეწყობის საკითხი. მარიამ ჯაშის განცხადებით, ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრაზე პედაგოგთა მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა პროფესიული სასწავლო პროგრამების მუნიციპალურ ცენტრებში გაჩენისა და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე დაფუძნების თაობაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელისა და მსოფლიო მასწავლებელთა ათეულის რჩეულის, ლადო აფხაზავას ინიციატივის შესახებ, რომელიც სკოლებს შორის თანამშრომლობასა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს ეხება.

შეიძლება დაინტერესდეთ

​ტრენინგი, რომელიც 10 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ - რეგისტრაცია 30 აპრილს 18:00 საათზე სრულდება

​ტრენინგი, რომელიც 10 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ - რეგისტრაცია 30 აპრილს 18:00 საათზე სრულდება

ახლოვდება 2021 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო. პედაგოგთა პროფესიული ზრდ​ის ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც გამოცდის ჩაბარების გარანტიას მოგცემთ!

პედაგოგთა სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს გამოცდის 10 ჩასაბარებლად საჭირო ყველა საკითხს. ინოვაციური სწავლების მეთოდი გაგიადვილებთ შესასწავლი მასალის აღქმა-გააზრებას!
პროგრამას გაუძღვება თსუ-ს სერტიფიცირებული ტრენერი, მეცნიერი - სოფო ბიბ​ილაშვილი.

​ტრენინგი აღიარებულია საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტად!
​რეგისტრაცია მიმდინარეობს დაწყებით კომბინირებულ სრულ კურსზე (I-IV).

ტრენინგები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითოეული სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი. ტრენინგები გაგრძელდება გამოცდებამდე.
ტრენინგის ღირებულებაა 90 ლარი (ერთი თვის).

​მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე - https://forms.gle/e2oaEA9JePS5zZVU8

​რეგისტრაცია სრულდება 30 აპრილს 18:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 592 477 277.
R. 
წაიკითხეთ სრულად