Baby Bag

„სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა დაუჯერებელი ამბავია“

„სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა დაუჯერებელი ამბავია“

ბელა ვაშაკიძე 42 წელია თბილისის 50-ე საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. ყველანი ჩემ გარშემო მასწავლებლები იყვნენ. ეს იყო ჩვენი ოჯახური ტრადიცია და ჩემი არჩევანიც, გარკვეულწილად, ამან განაპირობა.

ნამდვილი პედაგოგი მუდმივ ძიებაში უნდა იყოს. უნდა შეეძლოს იმის გაანალიზება, რომელი მეთოდი მუშაობს ბავშვებთან კარგად და რომელი არ მუშაობს. კარგმა პედაგოგმა მოტივაცია უნდა შექმნას კლასში, გამოიწვიოს ბავშვები. ამიტომ ვამბობ, რომ პედაგოგი ხელოვანია, მან სპონტანურად უნდა შეძლოს კლასში სიტუაციის მართვა, იმიტომ რომ წინასწარ დაგეგმილი გაკვეთილი ზოგჯერ ვერ ამართლებს. თუმცა სპონტანურობაში გაკვეთილის მიზანი არ უნდა დაიკარგოს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა დაუჯერებელი ამბავია. ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა და ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია. პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი საქმე. ემოციურად რთული გადასატანია, თუმცა ასეთი დაფასებით წასვლა მდგომარეობას მიმსუბუქებს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებლები ხშირად თავმდაბლობით გამოირჩევიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი თავის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა“ - მანანა რატიანი

„მასწავლებლები ხშირად თავმდაბლობით გამოირჩევიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი თავის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა“ - მანანა რატიანი
„მასწავლებლები ხშირად თავმდაბლობით გამოირჩევიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი თავის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა. საჭიროა, ვინმემ უბიძგოს, წაახალისოს. თქვენ თუ ღირსეული კანდიდატი გეგულებათ თქვენს ირგვლივ, მარტივად შეგიძლიათ ნომინირება. ამისთვის მხოლოდ მისი პირადი ფოსტის ცოდნაა საკმარისი. მიუვა შეტყობინება, რომ შეავსოს ანკეტა.“

ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანი ფეისბუქში წერს.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ​ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

​ბერიკა შუკაკიძე მომავალი წლიდან სიახლეებს აანონსებს

​როდის დაიწყება მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია

​მასწავლებელთა ვაკანსიები საჯარო და კერძო სკოლებში

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები 2020 წლიდან დაწესდება

​რას გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელი“ - დეტალები

წაიკითხეთ სრულად