Baby Bag

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების შედეგები

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების შედეგები

„მასწავლებელთა გამოცდის შედეგები სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მასწავლებელთა ნაშრომების გასწორების პროცესი:

„ნაშრომების რაოდენობა არის ძალიან დიდი, თითქმის ორმაგია წინა წლებთან შედარებით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღაც აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გვექნება საბოლოოდ მასწავლებლების შედეგები“, - აღნიშნა სოფო გორგოძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს ელექტრონული ჟურნალის თაობაზე ვებინარებს სთავაზობს

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს ელექტრონული ჟურნალის თაობაზე ვებინარებს სთავაზობს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (Emis)მასწავლებლებს ელექტრონული ჟურნალის თაობაზე ვებინარებს სთავაზობს. 

,,ვებინარებზე ამ სერვისის შესახებ არსებულ ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ'' - აღნიშნავენ Emis-ის წარმომადგენლები. 

სესიები გაიმართება:
  • 13 სექტემბერს 13:00 საათზე
  • 14 სექტემბერს 13:00 და 16:00 საათზე

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https:/​/bit.ly/3mcZBcY​

წაიკითხეთ სრულად