Baby Bag

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების შედეგები

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების შედეგები

„მასწავლებელთა გამოცდის შედეგები სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მასწავლებელთა ნაშრომების გასწორების პროცესი:

„ნაშრომების რაოდენობა არის ძალიან დიდი, თითქმის ორმაგია წინა წლებთან შედარებით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღაც აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გვექნება საბოლოოდ მასწავლებლების შედეგები“, - აღნიშნა სოფო გორგოძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს“ - ამირან გამყრელიძე სწავლის დაწყებისთვის აუცილებელ პირობებს ასახელებს​

„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს“ - ამირან გამყრელიძე სწავლის დაწყებისთვის აუცილებელ პირობებს ასახელებს​

რა შემთხვევაში აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში? - აღნიშნულ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა. 

„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს. 

სასურველია, რომ სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს. ჩვენ ასევე ვითვლით, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს ვირუსი გადატანილი. მარტო მასწავლებლები არ არიან მნიშვნელოვნები. 

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ბავშვის ოჯახის წევრებმა - მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ნახეთ ვიდეო

წაიკითხეთ სრულად