Baby Bag

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების შედეგები

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების შედეგები

„მასწავლებელთა გამოცდის შედეგები სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მასწავლებელთა ნაშრომების გასწორების პროცესი:

„ნაშრომების რაოდენობა არის ძალიან დიდი, თითქმის ორმაგია წინა წლებთან შედარებით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღაც აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გვექნება საბოლოოდ მასწავლებლების შედეგები“, - აღნიშნა სოფო გორგოძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

გარე დაკვირვებაზე გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების წარდგენის ვადა და განცხადების ფორმა ​განისაზღვრა

გარე დაკვირვებაზე გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების წარდგენის ვადა და განცხადების ფორმა ​განისაზღვრა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანებით, გარე დაკვირვებაზე გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების წარდგენის ვადა და განცხადების ფორმა ​განისაზღვრა

ბრძანების თანხმად, გარე დაკვირვებაზე გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების წარდგენა 2 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი. 

იხილეთ განცხადების ფორმა

წაიკითხეთ სრულად