Baby Bag

რატომ არის გათიშული და როდის ჩაირთვება მასწავლებელთა ვაკანსიების საიტი

რატომ არის გათიშული და როდის ჩაირთვება მასწავლებელთა ვაკანსიების საიტი
​მასწავლებელთა ვაკანსიების საიტი რამდენიმე კვირაა, გათიშულია. როგორც ​Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, საიტი უახლოეს მომავალში ჩაირთვება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ცენტრში ვერ ასახელებენ.
„მასწავლებელთა ვაკანსიების საიტის განახლება მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ არის გათიშული. უახლოეს მომავალში ჩაირთვება, თუმცა ზუსტი რიცხვი არ ვიცით“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.

შეიძლება დაინტერესდეთ

გამოცდიდან 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი მოიხსნა - Naec

გამოცდიდან 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი მოიხსნა - Naec
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა.
მისი ინფორმაციით, იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები. გამოცდიდან მოიხსნა 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი (მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39.300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან დაახლოებით 94% გამოცხადდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული 3.600-ზე მეტი სტუდენტიდან გამოცხადდა 78%-ზე მეტი გამოსაცდელი. მასწავლებლის საგნის გამოცდებზე 12.000-მდე დარეგისტრირებული მსურველიდან მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 88%-მა, ხოლო სამაგისტრო გამოცდაზე 12.600-ზე მეტი დარეგისტრირებულიდან გამოცხადდა 87%-მდე მაგისტრანტობის კანდიდატი.
წაიკითხეთ სრულად