Baby Bag

​გამოცდაზე პედაგოგი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა - მასწავლებელთა გამოცდები 2019

​გამოცდაზე პედაგოგი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა - მასწავლებელთა გამოცდები 2019

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ერთ-ერთი მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

„მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში - არაფხიზელი მდგომარეობა“, - აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 10 ივლისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტების პირველადი შედეგები

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტების პირველადი შედეგები

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტების პირველადი შედეგები? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს. 

მათი თქმით, აბიტურიენტების პირველადი შედეგების გამოქვეყნება 1 აგვისტოდან ეტაპობრივად დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე ყველა გამოცდის შედეგი გახდება ცნობილი.

მათივე ცნობით, ეტაპობრივად გამოქვეყნდება სწორი პასუხებიც. 

შედეგების გაგება შესაძლებელი იქნება როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. 
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. 
წაიკითხეთ სრულად