Baby Bag

ინფორმაცია მასწავლებლებისა ან მასწავლებლობის მსურველებისთვის

ინფორმაცია მასწავლებლებისა ან მასწავლებლობის მსურველებისთვის
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდან, დღეიდან შეუძლიათ მასწავლებლებს ან მასწავლებლობის მსურველებს.

დეტალური ინსტრუქცია:

  • აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის;
  • პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) იყენებს ღილაკს - "დაბეჭდეთ ბარათი".
  • მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
  • ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.


საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსებულ პირთა რაოდენობა ცნობილია

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსებულ პირთა რაოდენობა ცნობილია

„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში ცვლილება  ​შევიდა .

ბრძანების თანახმად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი 2019-2020 სასწავლო წელს 823 ადამიანს მიენიჭება.

იხილეთ უნივერსიტეტები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს 60-კრედიტიან პროგრამას ახორციელებენ:

წაიკითხეთ სრულად