Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი კრედიტქულაა საჭირო, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა აიმაღლოს სტატუსი და შესაბამისად, გაეზარდოს ხელფასი

რამდენი კრედიტქულაა საჭირო, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა აიმაღლოს სტატუსი და შესაბამისად, გაეზარდოს ხელფასი

რამდენი კრედიტქულაა საჭირო, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა აიმაღლოს სტატუსი და შესაბამისად, გაეზარდოს ხელფასი?

აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.

მათი განმარტებით, სტატუსის ამაღლებისა და შესაბამისად ხელფასის მომატებისთვის, საჭიროა 19 კრედიტქულის დაგროვება, რომელიც მოიაზრებს, როგორც საგნობრივ და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებას, ასევე სქემით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებას. თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებამდე მასწავლებელს დაგროვებული ექნება საკმარისი რაოდენობის კრედიტქულა, მაშინ ისინი შეძლებენ გამოცდის შედეგებით 19 კრედიტქულის შევსებას და სექტემბრისთვის სტატუსის ამაღლებას. შესაბამისად, მათ ხელფასის დანამატიც მიეცემათ 470 ლარის ოდენობით.

წაიკითხეთ სრულად