Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით

პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით

მასწავლებლობის მსურველებმა კომპეტენციის დასადატურებლად გამოცდაზე ​60%-ზე მეტი უნდა დააგროვონ, ხოლო პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა მოქმედებს.

როგორც მასწავლებლის სახლში განგვიმარტეს, პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით იგივეა, რაც ​2018 წელს იყო.

პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდაზე მიღებული ქულების შესაბამისად აგროვებენ 1, 4, 7 და 10 კრედიტქულას.

1 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 31%-დან 41%-მდე მიღება;

4 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 41%-დან 51%-მდე მიღება;

7 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 51%-დან 61%-მდე მიღება;

10 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 61%-დან და მეტის მიღება.

პროცენტების გადანაწილება ქულებში საგნების მიხედვით იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:


წაიკითხეთ სრულად