Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ამერიკელი მასწავლებლის საოცარი მეთოდი, რომლითაც მათემატიკის სწავლა მოსწავლეებისთვის მარტივი და სახალისო გახდა

ამერიკელი მასწავლებლის საოცარი მეთოდი, რომლითაც მათემატიკის სწავლა მოსწავლეებისთვის მარტივი და სახალისო გახდა

LEGO-ს სპეციფიკურ გეომეტრიულ და არაგეომეტრიულ ფიგურებისგან შესადგენ კონსტრუქტორებს ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის მესამე კლასის მასწავლებელმა ალისია ზიმერმანმა გარდა მისი სათამაშო ფუნქციისა, კიდევ ერთი საინტერესო დანიშნულება მოუძებნა. 

ალისია პატარა LEGO-ს ნაწილებს წილადების, ხარისხში აყვანისა და სხვა მათემატიკური ცნებების ასახსნელად იყენებს. 

„გაკვეთილზე LEGO-ს პაწაწინა აგურების გამოყენება მათემატიკური ცნებების ასახსნელად ჩემი საყვარელი მეთოდია”, - აღნიშნავს მათემატიკის მასწავლებელი. 


წაიკითხეთ სრულად