Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნაღდი გამოსაქვეყნებელი სტატუსი!!!“ - როგორ გამოეხმაურნენ მასწავლებლები სტატუსების მინიჭებას

„ნაღდი გამოსაქვეყნებელი სტატუსი!!!“ - როგორ გამოეხმაურნენ მასწავლებლები სტატუსების მინიჭებას

მასწავლებლებისთვის სტატუსის მოპოვება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ეს არის მათი კარიერული წინსვლის დასტური. 

ნახეთ პედაგოგების ფეისბუქსტატუსები, სადაც ისინი თავიანთ სიხარულს კოლეგებს უზიარებენ. კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია, როდესაც მსგავსი სიახლე შეიტყვეთ.


იხილეთ ასევე:

დღემდე უცნობი სტატუსი - მასწავლებელს ყველასგან განსხვავებული სტატუსი მიენიჭა


წაიკითხეთ სრულად