Baby Bag

შევიდა თუ არა მასწავლებელთა გამოცდის საკითხებში ცვლილებები

შევიდა თუ არა მასწავლებელთა გამოცდის საკითხებში ცვლილებები

შევიდა თუ არა მასწავლებელთა გამოცდის საკითხებში ცვლილებები? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ უპასუხა. მისი განმარტებით, განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატში და შინაარსში არ არის შესული:

„პროგრამები ჩვენს ვებგვერდზე დევს. განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატში და შინაარსში არ გვაქვს. რაც შეეხება ბარიერს, ეს არის მინიმალური კომპეტენციის დადასტურება და მასწავლებელს შეუძლია დააგროვოს 1, 4 ან 7 კრედიტი ისევე, როგორც ადრე იყო. მასწავლებლებს უწევთ ორი ტესტის ჩაბარება - უნარების და საგნობრივის. პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ ერთიც ჩააბარონ და მეორეც, მაგრამ პროფესიაში შემომსვლელები აბარებენ მხოლოდ საგნობრივ გამოცდას,“ - დასძინა სოფო გორგოძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგნის/პროფესიული უნარების მაქსიმალურ ქულებს და დროის ხანგრძლივობას აქვეყნებს. 

წაიკითხეთ სრულად