Baby Bag

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით და ზოგადი პროფესიული უნარების ტრენინგებზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

ტრენინგები განკუთვნილია საჯარო სკოლის მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.

ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის;

რეგისტრაციის ვადა: 2 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი იწყებს ინფორმაციის მოწოდებას ადრეული ასაკისა და ადრეული განათლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ

მასწავლებლის სახლი იწყებს ინფორმაციის მოწოდებას ადრეული ასაკისა და ადრეული განათლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა იწყებს სისტემატურად ინფორმაციის მოწოდებას ადრეული ასაკისა და ადრეული განათლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება კონკრეტული სტრატეგიები, რეკომენდაციები და თამაშები, რომლებიც დაეხმარება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პრაქტიკოსებს, მშობლებსა და მზრუნველებს, რომ ბავშვებთან დრო სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გაატარონ.

იხილეთ დაგეგმილი აქტივობების ანონსი

წაიკითხეთ სრულად