როგორ მოხდება სტატუსის ამაღლება 2020 წლიდან?
აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული გამვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.
მათი განმარტებით, უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსს მასწავლებლები მოიპოვებენ მხოლოდ გარე შეფასების გზით. კერძოდ:
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია გამოცდით და გადალახოს თითოეულ გამოცდაში 51%-იანი ბარიერი.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:
- მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას, რომელსაც ახორციელებს სსიპ შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი;
- მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პრაქტიკული საქმიანობის შეფასება გულისხმობს გაკვეთილზე დაკვირვებას და მასწავლებლის პორტფოლიოს შეფასებას.