მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და გამოცდისთვის მომზადება აქტიურ ფაზაში გადადის. ამიტომ გთავაზობთ რეგისტრაციას საგნის გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგ-კურსზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
ტრენინგს ჩაატარებს გამოცდილი ტრენერი, მოქმედი პედაგოგი და დოქტორანტი ნუკრი ებრალიძე, რომლის მსმენელთა უმრავლესობა გამოცდებს მაღალი შედეგებით აბარებს.
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული ნაწილის სწავლებას, კერძოდ:
თეორიული ნაწილი:
- კომპიუტერის (არქიტექტურა) აგებულება და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები, ინფორმაციის ცნება, თვლის სისტემები („2“, „10“, „16“)
- ოპერაციული სისტემა Windows 10 ნავიგაცია (Control Panel), BIOS, გრაფიკული რედაქტორი
- ლოკალური და გლობალური ქსელები, ინტერნეტი Drive Storage, Mail, უსაფრთხოება(Security, Firewall) (ქსელის საფუძვლები)
პრაქტიკული ნაწილი:
- MS OFFICE
- Word 2019
- Excel 2019
- PowerPoint 2019
- Scratch ვიზუალური პროგრამირება
ტრენინგზე რეგისტრაცია 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
ტრენინგი 10 აპრილიდან დაიწყება და 3 თვემდე გაგრძელდება. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ ონლაინ ფორმატში და ყოველი ლექციის ხანგრძლივობა იქნება მინიმუმ 2 საათი.
კურსის ხელმძღვანელი, დოქტორანტი ნუკრი ებრალიძე, დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე - 591 988 748 ან ისარგებლეთ ელ: ფოსტით ebralidze.nukri@teachers.gov.ge; nukri8848@gmail.com.
R.
წაიკითხეთ სრულად