„ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში“ - მასწავლებლებისთვის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება
მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 დეკემბერს, 16:00 საათზე ბიოლოგიის მასწავლებელთათვის ვებინარი (ონლაინ პრეზენტაცია) გაიმართება თემაზე - „ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში“.
ვებინარში განხილული იქნება ბლუმის ტაქსონომიის არსი, მნიშვნელობა და პრაქტიკული გამოყენების მაგალითები ბიოლოგიის სწავლებაში.