Baby Bag

როდის გამოცხადდება რეგისტრაცია მასწავლებელთა გამოცდისთვის - Naec-ის პასუხი

როდის გამოცხადდება რეგისტრაცია მასწავლებელთა გამოცდისთვის - Naec-ის პასუხი

„მასწავლებელთა გამოცდისთვის რეგისტრაცია მაისის თვეში დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება“, - ამის შესახებ ​Moms.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მასწავლებელთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელს შედარებით გვიან იწყება. თარიღის გადაწევის მიზეზად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი სიახლეები დაასახელა:

„მასწავლებლების გამოცდისთვის რეგისტრაციის გადაწევის მიზეზი გახლავთ ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი სქემაში ცვლილებებს გეგმავს. შესაბამისად, როგორც კი ცვლილებები გამოცხადდება, პარალელურად დავიწყებთ რეგისტრაციის პროცესს,“ - აღნიშნა სოფო გორგოძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

გთავაზობთ პროგრამებს, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურება მოუწევთ

გთავაზობთ პროგრამებს, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურება მოუწევთ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების 2019 წლის პროგრამებს:

წაიკითხეთ სრულად