Baby Bag

როდის გამოცხადდება რეგისტრაცია მასწავლებელთა გამოცდისთვის - Naec-ის პასუხი

როდის გამოცხადდება რეგისტრაცია მასწავლებელთა გამოცდისთვის - Naec-ის პასუხი

„მასწავლებელთა გამოცდისთვის რეგისტრაცია მაისის თვეში დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება“, - ამის შესახებ ​Moms.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მასწავლებელთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელს შედარებით გვიან იწყება. თარიღის გადაწევის მიზეზად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი სიახლეები დაასახელა:

„მასწავლებლების გამოცდისთვის რეგისტრაციის გადაწევის მიზეზი გახლავთ ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი სქემაში ცვლილებებს გეგმავს. შესაბამისად, როგორც კი ცვლილებები გამოცხადდება, პარალელურად დავიწყებთ რეგისტრაციის პროცესს,“ - აღნიშნა სოფო გორგოძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, 1-ლი აგვისტოდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. 

2019 წლის გამოცდები 1-ლ ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება. ბოლო გამოცდას მაგისტრობის მსურველები ჩააბარებენ. ხვალ, 23 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

წაიკითხეთ სრულად