Baby Bag

რა შემთხვევაში არ შეფასდება და არ მიენიჭება კრედიტქულები მასწავლებელს

რა შემთხვევაში არ შეფასდება და არ მიენიჭება კრედიტქულები მასწავლებელს

მასწავლებლის აქტივობები არ შეფასდება და მას კრედიტქულები არ მიენიჭება შემდეგ შემთხვევევში:

ა) თუ მასწავლებელი წარმოადგენს ისეთ სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც შეფასებულია სხვა სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის ფარგლებში;

ბ) თუ მასწავლებელი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის განხორციელებისას არ დაიცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) თუ მასწავლებელი სრულად არ წარმოადგენს სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;

დ) თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფს აქვს საფუძვლიანი და დასაბუთებული ეჭვი, რომ რეალურად არ განხორციელებულა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობა/აქტივობა;

ასეთ შემთხვევებში სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eShool) მასწავლებლის შეფასების ველში მიეთითება 0 (ნული) ქულა. 

იხილეთ ასევე:

დეტალები პედაგოგების სერტიფიცირების ახალი მოდელის შესახებ

შიდა დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუში, რომელიც დადებითად შეფასდა

როგორ შევქმნათ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა - იხილეთ მაგალითი

რას გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელი“ - დეტალები


შეიძლება დაინტერესდეთ

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)
„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.

მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.

ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

წაიკითხეთ სრულად