,,ნუთელა?! - კი 55%-ზე მეტი შაქარია. რა იქნებოდა ალტერნატივა? - სახლში მომზადებული ნუთელა'' - აღნიშნულის შესახებ გენეტიკოსი და ნუტრიციოლოგი სოფო ქურდაძე Epicalorie-ის გვერდზე წერს.
სახლში მომზადებული ნუთელასთვის დაგჭირდებათ:

300 გრამი თხილი

100 გრამი კაკაო

100 გრამი თაფლი ან სტევია ან ფინიკი ან ქოქოსის შაქარი

მწიკვი მარილი

2 სადილის კოვზი ქოქოსის ზეთი

ვანილი
მოხალეთ თხილი 6-8 წუთი ღუმელში ან ტაფაზე, გააცალეთ კანი, მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და დააბლენდერეთ, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ. ბოლოს დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი და გააგრძელეთ დაბლენდერების პროცესი კრემისებრ, ერთგვაროვან მასის მიღებამდე.