Baby Bag

„მთავარი ის არ არის, როგორ გამოიყურები, არამედ, შინაგანად როგორ გრძნობ თავს“ - ნუკი 15 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

„მთავარი ის არ არის, როგორ გამოიყურები, არამედ, შინაგანად როგორ გრძნობ თავს“ - ნუკი 15 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე ორი ფოტოს აქვეყნებს - ერთი 15 წლის ასაკშია გადაღებული, მეორე კი - ახლა. როგორც მოდელი აღნიშნავს, მოზარდობისას სულ ჰქონდა წონის პრობლემა, თუმცა საკმაოდ თავდაჯერებული იყო და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა განსხვავებით უკვე გაზრდილი ნუკისგან, რომელიც სილამაზის მიუხედავად, არც ისე თავდაჯერებული გახლდათ.

მარცხენა ფოტოზე, იმ დროს ვიყავი დარწმუნებული, რომ ვარ ძალიან ლამაზი!!!! მართლა ასე ვხედავდი ჩემს თავს და იმდენი თაყვანისმცემელი მყავდა, მახსოვს, ყველგან, სადაც მივდიოდი და ვიცნობდი ახალ ბავშვებს, მიხსნიდნენ სიყვარულს და ხან ვინ მიგზავნიდა ყვავილებს, ხან ვინ მიწერდა ფანჯრებთან მიყვარხარ.. მოკლედ, ვინც მომწონდა ყველა მპასუხობდა ჩემს გრძნობებს. აი, მარჯვენა ფოტოში კი, არ ვიყავი ასეთი თავდაჯერებული, ერთი ბიჭი მომწონდა და ზედ არ მაფურთხებდა, მერე ცოლი მოიყვანა და კინაღამ გადავყევი ისე ვინერვიულე... და საერთოდ რამდენჯერაც ვცადე ურთიერთობის დაწყება, იმდენჯერ ყველაფერი ცალმხრივი სიმპატიით დამთავრდა (ჩემი მხრიდან სიმპატიით). ამით რისი თქმა მინდა იცით? მთავარი ის არ არის როგორ გამოიყურები, მთავარია, შინაგანად როგორ გრძნობ თავს, აი ხარ თუ არა ბედნიერი, გჯერა თუ არა შენი თავის.. ადამიანებს იზიდავს პოზიტივი, ისევე როგორც წარმატება მოდის მშრომელთან და თავდაჯერებულთან. მოკლედ, უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და მოგვწონდეს ჩვენი თავი, სტანდარტები და პარამეტრები უბრალოდ გარეკანია, მთავარია შინაარსი. არასდროს არ გიფიქრიათ იმაზე, ვიღაც რომ მოგწონს და მაინც და მაინც იმას არ მოწონხარ ამ დროს მილიონი „სხვა პაკლონიკი გყავს“, იცით რატომ? იმასთან, ვინც მოგვწონს ვნერვიულობთ და ვდარდობთ და ვკარგავთ თავდაჯერებულობას და ვინც არ მოგვწონს, იმასთან - არა,“ - წერს ნუკი ფოტოს ქვეშ განთავსებულ პოსტში.

შეიძლება დაინტერესდეთ

პირველი და ბოლო - ხატია სიჭინავა მიქაელის ფოტოს აქვეყნებს

პირველი და ბოლო - ხატია სიჭინავა მიქაელის ფოტოს აქვეყნებს

ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძეს ოთხი შვილი ჰყავთ - სამი გოგო და ერთი ბიჭი. ოთხი შვილის დედა ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია და დედებისთვის საინტერესო თემებზე ხშირად წერს. ხატიამ იმ ​სირთულეებზეც ისაუბრა, რაც ორსულობას თან სდევს.

ამჯერად ხატია პირველი და მეოთხე შვილის ფოტოს ინსტაგრამზე აქვეყნებს წარწერით - პირველი და ბოლო. 

--insta--


წაიკითხეთ სრულად