Baby Bag

„მთავარი ის არ არის, როგორ გამოიყურები, არამედ, შინაგანად როგორ გრძნობ თავს“ - ნუკი 15 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

„მთავარი ის არ არის, როგორ გამოიყურები, არამედ, შინაგანად როგორ გრძნობ თავს“ - ნუკი 15 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე ორი ფოტოს აქვეყნებს - ერთი 15 წლის ასაკშია გადაღებული, მეორე კი - ახლა. როგორც მოდელი აღნიშნავს, მოზარდობისას სულ ჰქონდა წონის პრობლემა, თუმცა საკმაოდ თავდაჯერებული იყო და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა განსხვავებით უკვე გაზრდილი ნუკისგან, რომელიც სილამაზის მიუხედავად, არც ისე თავდაჯერებული გახლდათ.

მარცხენა ფოტოზე, იმ დროს ვიყავი დარწმუნებული, რომ ვარ ძალიან ლამაზი!!!! მართლა ასე ვხედავდი ჩემს თავს და იმდენი თაყვანისმცემელი მყავდა, მახსოვს, ყველგან, სადაც მივდიოდი და ვიცნობდი ახალ ბავშვებს, მიხსნიდნენ სიყვარულს და ხან ვინ მიგზავნიდა ყვავილებს, ხან ვინ მიწერდა ფანჯრებთან მიყვარხარ.. მოკლედ, ვინც მომწონდა ყველა მპასუხობდა ჩემს გრძნობებს. აი, მარჯვენა ფოტოში კი, არ ვიყავი ასეთი თავდაჯერებული, ერთი ბიჭი მომწონდა და ზედ არ მაფურთხებდა, მერე ცოლი მოიყვანა და კინაღამ გადავყევი ისე ვინერვიულე... და საერთოდ რამდენჯერაც ვცადე ურთიერთობის დაწყება, იმდენჯერ ყველაფერი ცალმხრივი სიმპატიით დამთავრდა (ჩემი მხრიდან სიმპატიით). ამით რისი თქმა მინდა იცით? მთავარი ის არ არის როგორ გამოიყურები, მთავარია, შინაგანად როგორ გრძნობ თავს, აი ხარ თუ არა ბედნიერი, გჯერა თუ არა შენი თავის.. ადამიანებს იზიდავს პოზიტივი, ისევე როგორც წარმატება მოდის მშრომელთან და თავდაჯერებულთან. მოკლედ, უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და მოგვწონდეს ჩვენი თავი, სტანდარტები და პარამეტრები უბრალოდ გარეკანია, მთავარია შინაარსი. არასდროს არ გიფიქრიათ იმაზე, ვიღაც რომ მოგწონს და მაინც და მაინც იმას არ მოწონხარ ამ დროს მილიონი „სხვა პაკლონიკი გყავს“, იცით რატომ? იმასთან, ვინც მოგვწონს ვნერვიულობთ და ვდარდობთ და ვკარგავთ თავდაჯერებულობას და ვინც არ მოგვწონს, იმასთან - არა,“ - წერს ნუკი ფოტოს ქვეშ განთავსებულ პოსტში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ფიჭვნარს. რამდენიმე წელი ზედიზედ ფიჭვნარში დასვენება იძლევა იმუნიტეტის სტაბილიზაციას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ფიჭვნარს. რამდენიმე წელი ზედიზედ ფიჭვნარში დასვენება იძლევა იმუნიტეტის სტაბილიზაციას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვის იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად ​კურორტული მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კურორტზე დასვენება ბავშვს კონკრეტული დაავადებისგან არ განკურნავს, მაგრამ მისი იმუნიტეტის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს:

„რა თქმა უნდა, კურორტული მკურნალობა ძალიან კარგია, თუმცა არანაირი ნაშრომით არ მტკიცდება, რომ რომელიღაც დაავადებას აუცილებლად განკურნავს კურორტული მკურნალობა. ამ შემთხვევაში, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებზე ვსაუბრობ.“

„ჰაერის გამოცვლა ბავშვისთვის, მისი გაყვანა რეკრეაციულ ზონებში, ​ზამთარში ზამთრის კურორტებზე, ხოლო ზაფხულში ფიჭვნარში გაყვანა, შემდგომ კი ზღვაზე, ძალიან სასარგებლოა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ფიჭვნარს. რამდენიმე წელი ზედიზედ ფიჭვნარში დასვენება იძლევა იმუნიტეტის სტაბილიზაციას. ეს ისედაც ძალიან კარგია. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ბაკურიანი, ძვირფასი კურორტები და ძვირფასი სასტუმროები. ნებისმიერ სოფელში წაიყვანონ ბავშვი. უბრალოდ გაარიდონ ქალაქს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად