Baby Bag

რა გემართებათ ასეთი ფრჩხილების ნახვისას?

რა გემართებათ ასეთი ფრჩხილების ნახვისას?

ქალბატონების უმეტესობას მოვლილი და ლამაზი ფრჩხილები ძალიან მოსწონს. დღეს განსაკუთრებით მოდური ფრჩხილის ლაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა კი ​შილაკიარადგან მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა. 

ქალბატონების ნაწილს მოკლე, ნაწილს კი გრძელი ფრჩხილები მოსწონს. 

მაგრამ ასეთი სიგრძის ფრჩხილები, განსაკუთრებით ფეხზე, ალბათ, მეტისმეტია 🤷

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყელის ტკივილის ნებისმიერი ფორმის დროს ჩვეულებრივი სპირტის შემცველ ხსნარებსაც კი ვკრძალავთ,“ - ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე

„ყელის ტკივილის ნებისმიერი ფორმის დროს  ჩვეულებრივი სპირტის შემცველ ხსნარებსაც კი ვკრძალავთ,“ - ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე

ოტორინოლარინგოლოგმა ლიკა ლომიძემ ყელის ტკივილის დროს ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა:

​სპირტისა და წიწაკის ნაზავს იყენებენ ვირუსული ინფექციის დასაწყისში, რომ შემდგომ გართულებებისგან თავი დაიცვან. ეს ყელს, რა თქმა უნდა, არ მოუხდება. ამაზე ორი აზრი არ არის. ყელის ტკივილის ნებისმიერი ფორმის დროს, ნებისმიერი სახის ანთების დროს პაციენტს ვუკრძალავთ, როგორც ცხარეს, ასევე ალკოჰოლს. ჩვეულებრივი სპირტის შემცველ ხსნარებსაც კი ვკრძალავთ.“

ლიკა ლომიძის თქმით, ყელის ტკივილის დროს ალკოჰოლი და სპირტის შემცველი ხსნარები განსაკუთრებით მავნეა:

„ღვინო კიდევ შეიძლება, რომ დალიო. რაც შეეხება სპირტის შემცველ ხსნარებს, სასტიკი წინააღმდეგები ვართ. პირის ღრუსა და ხახაში ლორწოვანს, პირველ რიგში, ვნებს ალკოჰოლი და სპირტის შემცველი ხსნარები.“

„ტონზილიტი ხშირად მიმდინარეობს ჩირქოვანი პროცესით.​ ბავშვს ტონზილებში რომ ჩავხედავთ, მშობელიც ხედავს ხოლმე გლანდებზე მოდებულ თეთრ ნადებს. ამის მოცილება არის დაუშვებელი. შესაძლებელია, რომ იქ აღინიშნოს სისხლის წამოსვლა, რაც შემდგომ სეფსისისა და სხვადასხვა საშიშროების წინაშე აყენებს ბავშვს. ძალიან ხშირი იყო პირის ღრუსა და ყელში ნავთის გამოყენება. ნავთის ხშირი გამოყენება ყელის ტკივილისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის იწვევს ინტოქსიკაციას. რაც შეეხება ლიმონსა და თაფლს, ძალიან კარგი საშუალებებია. ამას ჩვენც ვაღიარებთ და ვიყენებთ,“ - აღნიშნულ საკითხზე ლიკა ლომიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად