პატრიარქმა ილია მეორემ მშობლებს მოუწოდა, არასდროს დაწყევლონ შვილები ან სხვა ადამიანები, რადგან მაწყევარი ადამიანი სხვასთან ერთად საკუთარ თავსა და ოჯახს წყევლის.
„გეხვეწებით, დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები თქვენი. არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის,“ - აღნიშნა პატრიარქმა.
წყარო: საპატრიარქოს ტელევიზია
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)