ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„როდესაც ერთი მშობელი აღზრდის ერთ სტილს მიმართავს, მეორე კი - მეორეს, წარმოგიდგენიათ, როგორი გახლეჩა იწყება ამ დროს?! ვინც არის უფრო დომინანტური, მეტი ბერკეტის მფლობელი, იმ მშობლის სტილი გაიმარჯვებს. ბავშვი სამყაროს მიმართ ადაპტაციურ მექანიზმებს ორი გზით იძენს: ის ქცევის მოდელების გაშინაგნებას ახდენს. იქ სადაც მას ექმნება დისკომფორტული მდგომარეობა, დაიწყებს დაცვითი მექანიზმების შემუშავებას. არაშეთანხმებული აღზრდისას ბავშვი იბნევა, ვერ ხვდება, საით აიღოს გეზი. ვინც მის მხარეზეა, უფრო იქით იღებს გეზს.“
თეა გოგოტიშვილის თქმით, სრულ უდისციპლინობას ბავშვისთვის დამანგრეველი შედეგები მოაქვს:
„იქ, სადაც არის სრული უდისციპლინობა, არ არის სტრუქტურა, არის განუკითხაობა, რაც გინდა აკეთე, ეს სრულიად დამანგრეველ შედეგებს იძლევა. ყოველი ჩემი დებულება ეყრდნობა კვლევებს და არ არის ჩემი ფანტაზია. თუ არის „ჯიგარი“ მშობელი, რომელიც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევს, ოღონდ პრობლემა არ შექმნას, არ შეაწუხოს, ჩუმად იყოს, ჭამოს, ეს იწვევს საზიანო მიჯაჭვულობას, ეკრანდამოკიდებულებას.“
„მომთხოვნი მშობელი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის. საუკეთესო სურვილებიდან გამომდინარე მას უნდა, რომ დისციპლინა, სისტემურობა, ორგანიზებულობა გამოუმუშაოს თავის შვილს. ამ დროს მისი მეორე ნახევარი საპირისპირო სიგნალებს აძლევს ბავშვს. ზრდასრულებს შორის შეურაცხყოფა, დაპირისპირება, ეს კიდევ უფრო ცუდ შედეგებს იძლევა. ერთად უნდა გააკეთოთ ბავშვთან ბევრი რამ, აქტივობები, ეს კარგ შედეგს იძლევა,“- აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.