ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დედამთილს მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე,“- პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე
პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულამანიძემ თავისი პროფესიული გამოცდილებიდან ისეთი შემთხვევები გაიხსენა, როდესაც ადამიანები მასთან კონსულტაციისთვის ოჯახის წევრებმა იძულებით მიიყვანეს. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მასთან დედამთილმა რძალი მიიყვანა:
„ყოფილა შემთხვევები, რომ პაციენტს ოჯახის წევრები აბულინგებდნენ და შემდეგ მომიყვანეს. სამწუხაროდ, ზოგიერთ პაციენტს აბულინგებდა დედა. არის დედა, რომელიც აბულინგებს თავის შვილს, ასევე დედამთილი, მაგალითად. დედამთილსაც მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე. პაციენტი პრაქტიკულად არაფერს არ მეუბნებოდა. საუბრობდა მხოლოდ დედამთილი ან მშობელი, რომელიც მეუბნებოდა, რომ მას აქვს ასეთი მუცელი, ასეთი გვერდი, აქ ლიპოსაქცია უნდა გავუკეთო.
ჩემი მხრიდან იყო იმ ადამიანის მაქსიმალური იგნორი. როდესაც უკვე პირდაპირ მოვიდოდა და მეტყოდა: „არ მისმენ, რას გეუბნები?“ მე მას ვსვამდი პაციენტის ადგილზე, პაციენტის სკამზე. ვეუბნებოდი, რომ იქ ყველაფერი კარგად არის და მგონი, თქვენზე უნდა ვილაპარაკოთ. ვაძლევდი სარკეს ხელში და ვეუბნებოდი, მგონი, თქვენ აქ რაღაც ნაოჭი გაქვთ, აქ ეს ხომ არ არის ზედმეტი? მე არ მიყვარს ზედმეტის თქმა. არავის არ ვეუბნები, ვის რა სჭირდება. პირიქით, მე უნდა დამარწმუნოს პაციენტმა, რომ მას ეს ოპერაცია სჭირდება. მე კიდევ ვიფიქრებ, გავუკეთო თუ არ გავუკეთო. შეიძლება დავიბარო კიდევ ერთხელ კონსულტაციაზე, რომ ნამდვილად ვიცოდე, რომ ამ პაციენტს უნდა ეს ოპერაცია,"- მოცემულ საკითხზე კონსტანტინე სულამანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი" ისაუბრა.