ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვებში კოვიდ-19-ით ინფიცირებისას ცხვირიდან გამონადენი არის წყალივით, როგორც ალერგიული სურდოს დროს,“ - ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე
ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ბავშვებში გავრცელებულ კოვიდ-19-ის სიმპტომებზე საუბრობს. მისი თქმით, ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ყველაზე აშკარა სიმპტომია:
„როდესაც ყნოსვის დაკარგვაზე ვსაუბრობთ, სხვანაირად არის საქმე. ასე უეცრად ყნოსვის დაკარგვა არ ვითარდება, ეს იშვიათი სიმპტომია და ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ვვარაუდობთ, რომ კოვიდთან გვაქვს საქმე.“
ლიკა ლომიძის თქმით, კოვიდ-19-ს ალერგიული სურდოსთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს:
„რაც შეეხება ყელის ტკივილს და თუნდაც რინორეას, რომელიც ახასიათებს კოვიდს, ვგულისხმობ ცხვირიდან გამონადენს, კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს არის წყალივით გამონადენი, როგორც ალერგიულ სურდოს ახასიათებს ისეთი. მას არ ახასიათებს ის სქელი გამონადენი, რომელიც ვირუსული ინფექციის გამწვავების დროს იცის. ტიპიურია, რომ შევხედავთ, თითქოს ალერგია გვეგონება, მაგრამ არის გაუთავებელი და არ შველის ცხვირში ჩასაწვეთებლები. წვეთებს მხოლოდ რამდენიმე ხნით, 2-3 საათით შეუძლია მდგომარეობის შემსუბუქება.“
„რაც შეეხება ყელის ტკივილს, ის ბევრნაირია. შესაძლოა, იყოს მწვავე ტონზილიტი, იგივე ანგინა, ნებისმიერი ტიპის ანგინით შეიძლება გამოვლინდეს. ეს იქნება კატარალურით დაწყებული, თუ ჩირქოვანი ნადებით დამთავრებული. ტონზილიტზე უკვე უნდა ავიღოთ ეჭვი, რომ ყველა ვარიანტში გაკეთდეს გამოკვლევა,“ - აცხადებს მარი ლომიძე.