ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რატომ არის აბაზანის სათამაშო იხვი სახიფათო ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
აბაზანის სათამაშოებს შორის პატარა ყვითელი იხვები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარედან აღნიშნული სათამაშო აბსოლუტურად უსაფრთხოდ გამოიყურება, თუმცა მისი უხილავი მხარე არც ისე უწყინარია, როგორც ეს ხშირად გვგონია.
აბაზანის სათამაშო იხვს, რომელსაც ბავშვი აქტიურად იყენებს, შუაზე თუ გაჭრით, ნანახი უსიამოვნოდ გაგაკვირვებთ. ბავშვებს ძალიან სიამოვნებთ აბაზანაში იხვებით თამაში. რა ხდება, როდესაც სათამაშოში წყალი აღწევს? თბილ და ტენიან აბაზანაში იდეალური პირობებია ბაქტერიებისა და სოკოების გასამრავლებლად. დროთა განმავლობაში აბაზანის იხვი ბინძურდება, ბაქტერიები კი გარეთ მარტივად აღწევენ, როდესაც ბავშვი თამაშს იწყებს.
ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარები აღნიშნულ საკითხს აქტიურად იკვლევდნენ. ისინი ახალ და გამოყენებულ აბაზანის სათამაშოებს ერთმანეთს ადარებდნენ. თერთმეტი კვირის განმავლობაში მეცნიერები საყოფაცხოვრებო პირობებში აქტიურად იყენებდნენ აბაზანის სათამაშოებს. შემდეგ ისინი აღნიშნულ სათამაშოებს შუაზე ჭრიდნენ, რათა მათი შიდა მხარე ყურადღებით დაეთვალიერებინათ.
გამოყენებული სათამაშოების შიდა ზედაპირის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე 5-დან 75 მილიონამდე სოკოსა და სხვასხვა ბაქტერიის უჯრედი აღმოაჩინეს. სათამაშოს შიდა ზედაპირზე პათოგენური ბაქტერია ლეგიონელაც აღმოჩნდა. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ბაქტერიების მსგავსი მომრავლება სათამაშოების დაბალი ხარისხის მასალით დამზადებასთან არის კავშირში. აღნიშნული სათამაშოები მოხმარებისას გარემოში დიდი რაოდენობით ნახშირბადოვან ნაერთებს გამოყოფს.
სააბაზანოში თამაშისას დაბალი ხარისხის სათამაშოების მავნე ეფექტებს სხვა ნეგატიური ფაქტორებიც ემატება. წყალი ჭუჭყიანდება, როდესაც ბავშვი ბანაობს. მასში რჩება ჰიგიენური მოვლის საშუალებების ნარჩენებიც. პატარები აბაზანის სათამაშოებით თამაშისას ხშირად ყლაპავენ წყალს, რადგან სათამაშოს ხელით მოჭერისას წყლის ჭავლი სახეზე ეშხეფებათ.
ფოტოზე თქვენ ხედავთ აბაზანის სათამაშო იხვს, რომელიც ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ნამდვილად არასახარბიელოდ გამოიყურება.
მეცნიერების დასკვნით, აბაზანის სათამაშოებით თამაშმა, შესაძლოა, ბავშვის იმუნური სისტემა გააძლიეროს. მიუხედავად ამისა, ის შეიძლება თვალის, ყურის ან კუჭ-ნაწლავის ინფექციათა გამომწვევ მიზეზადაც იქცეს.