ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„რაც არ უნდა ვაქცინირებულები ვიყოთ, თუ გვეყოლა ბევრი ინფიცირებული, ჩვენდა სამწუხაროდ, გვეყოლება ბევრი დაავადებული და გარდაცვლილიც,“ - ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადარჩენისთვის გონივრული გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება:
„თავშეყრის ადგილებში ვირუსი ძალიან ვრცელდება. რაც არ უნდა ვაქცინირებულები ვიყოთ, რაც არ უნდა სამკურნალო-საწამლო საშუალებები გვქონდეს, თუ გვეყოლა ბევრი ინფიცირებული, ჩვენდა სამწუხაროდ, გვეყოლება ბევრი დაავადებული და გარდაცვლილიც. მართალია, სულ ამას ვიძახდით, რომ გადავრჩებით და დღესაც ამ განწყობაზე ვარ, რომ აუცილებლად გადავრჩებით, ამისთვის გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.“
„პირველი რაც არის, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ყველას, საბედნიეროდ, გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, ვარღვევთ ამ სიყვარულის კანონს. ერთმანეთის გაფრთხილება რას გულისხმობს?! მიმღებ განყოფილებაში უამრავი პაციენტია, რომელიც სკამზე ზის, იმიტომ, რომ ბოლო რამოდენიმე კვირაა საერთოდ ადგილი არ გვაქვს კლინიკაში. ხანდახან გული მისკდება ხოლმე, როდესაც სკამზე ჩამომსხდარ პაციენტებს ვხედავ, რომლებიც ცუდ მდგომარეობაში არიან, უჭირთ სუნთქვა.“
„ეს გამოიწვია ჩვენმა ქმედებამ, დაუდევრობამ, ერთმანეთის გაუფრთხილებლობამ. წარმოგიდგენიათ, რომ დღეში 500 ზარი შემოდის და ამ 500-დან 90%-ს ეუბნები, რომ ადგილი არ გაქვს. ადამიანს, რომელსაც საშველის პოვნა უნდა შენთან, ვერ ეხმარები. სულ ამის მეშინოდა. იმედია, ახლა მაინც მოვეგებით გონს. 74 გარდაცვლილი გვყავს დღეს. ეს არ არის პატარა ციფრი. ეს ყველაფერი გამოიწვია ჩვენმა უკონტროლო, ქაოტურმა მოძრაობამ ქვეყანაში,“ - აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.