ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ვის სჭირდება ჩვენი დახმარება? ამ ბოლო დროს ჩვეულებრივი ბავშვები მოჰყავთ ჩვენთან. მოჰყავთ ნორმალური განვითარების ბავშვები სერიოზული პრობლემებით. სერიოზული პრობლემებია შფოთვის, ჰიპერაქტივობის. ჰიპერაქტივობა ბევრი მიზეზის შედეგი შეიძლება იყოს. ზუსტად ნეიროფსიქოლოგია ის ადამიანი, რომელიც ადგენს, რატომ არის ხვანცალა ეს ბავშვი.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ხშირად მშობლები ბავშვს არასწორად აკრავენ უყურადღებოს იარლიყს:
„ძალიან ხშირად ბავშვი, რომელიც უყურადღებოს იარლიყის ქვეშ მოვიდა, აღმოჩნდება, რომ ყურადღება არაფერ შუაში არ არის. ჩვენ ვეხმარებით აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს, ეს იქნება ბავშვი, თუ ეს იქნება მოზარდი. საზოგადოებაში რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ აუტიზმი თუ გაქვს ვერ უნდა ლაპარაკობდე ან ვერ უნდა აზროვნებდე, ეს ასე არ არის.“
„ამას წინათ 15 წლის ბიჭი მოიყვანეს, სამი სკოლიდან არის გამოგდებული. 15 წლის მშვენიერი ბიჭია, IQ აქვს 125, მაგრამ იუმორის გრძნობა არ აქვს, სულ ჩხუბობს, ეჩხუბება კლასელებს, ვერ იგებს ხუმრობას. სულ ეჩვენება, რომ დასცინიან, სულ ის არის ჩხუბის ინიციატორი. ჩვენ დავეხმარეთ ამ ბიჭს. ბავშვს ასპერგერის სინდრომი აქვს, აუტისტური სპექტრის აშლილობის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც ასე არ ჩანს,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.