ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე... მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი,“ - მსახიობი ეკა ნიჟარაძე
მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ საახალწლო სუფრის ტრადიციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად სტრატეგია შეცვალა:
„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე. მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი. საშინელებაა... წლები იყო, რომ 12-ს აკლია 15, ბავშვები ამბობენ: „დედა, ჩაიცვი!“ დედას არაფერი აღარ უნდა. უნდა, რომ დაწვეს და დაიძინოს. რომელ ჩაცმაზე და მოწესრიგებაზეა ლაპარაკი?!“
ეკა ნიჟარაძის თქმით, დღევანდელ დღეს საახალწლო სუფრა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული:
„ძალიან დიდი ხარჯია, მით უმეტეს, ახლა ისე ძვირია ყველაფერი. დგახარ, წვალობ, ნერვიულობ, ალაგებ, შლი, მაცივარში ინახავ. მეორე დღეს აღარავის აღარ უნდა ეს საჭმელი. ყველაფერს აკეთებ იმიტომ, რომ უნდა გააკეთო. აღარ ვაკეთებ. სალათი, თევზი, მარტივი რაღაცები კეთდება, რასაც შეჭამენ.“
„დღევანდელ ჩვენს მდგომარეობაში მეუხერხულება კიდევაც არანორმალური სუფრების გაშლა. შეიძლება სხვა მიმართულებით გაუშვა, თუ გაქვს, რომ მარტო არ გამოსკდე სახლში. რა თქმა უნდა, ახალი წლის სუფრა იქნება ოდნავ განსხვავებული. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ამაზე გული არ დასწყდებათ,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკა ნიჟარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.