ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თუ ასეთი ლოცვით შევხვდებით ახალ წელს, ახალი წელი ყველაზე უკეთესი იქნება, ყველა წარსულ წელს გადააჭარბებს,”- შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა საახალწლოდ საინტერესო რჩევები მოგვცა და გვირჩია, რომ ახალ წელს საკუთარი თავის განახლების სურვილით შევხვდეთ:
„როდესაც საქმეს უყურებ შენი თავის განახლებით, ჩათვალე, რომ შენს ირგვლივ სამყარო განახლდება, შენი წილი ველი შეიცვლება. შენს ეზოში, სახლში რაღაც შეიცვლება ისე, რაც მომსვლელს გაახარებს. რაში გვჭირდება სახლი და სასახლეები, თუ იქ ვიღაც არ მოგვივა და არ გაიხარებს ამით ჩვენთან ერთად?!“
შალვა ამონაშვილის თქმით, ღმერთის მიმართ ჩვენი თხოვნები უნდა შევცვალოთ:
„ახალი წელი შეხვდება მას, ვინც განიახლებს თავს. განიახლებს იმით, რომ ახედავს ღმერთს და ეტყვის: „აქამდე ხომ გეხვეწებოდი: მომეცი ეს, მომეცი ის, დამიხსენი, მიშველე, ახლა გეუბნები: მე შენ ძალიან მიყვარხარ და აი, შემოგწირე ჩემი უხიაგი ხასიათი, შემოგწირე ჩემი წყენა, გულისწყრომები, ჩემი სიძულვილები მეზობლისა და ვიღაცის მიმართ... აღარ მინდა ეს მამძიმებდეს მე... შენ წაიღე.“ როგორ ფიქრობთ, როგორი საჩუქარი იქნებოდა ეს უფლისთვის?!“
„თუ ასეთი ლოცვით შევხვდებით ახალ წელს, ახალი წელი ყველაზე უკეთესი იქნება, ყველა წარსულ წელს გადააჭარბებს. თუ ახალი წელი გასულზე უკეთესი არ იქნება, მაშინ რა გვიცხოვრია ისეთი, რომ ვიამაყოთ იმით? ყოველი წელი უნდა აჭარბებდეს წასულს. ეს ისეა, როგორც მამა და შვილი. რაც უნდა კარგი იყოს მამა, შვილმა ცოტათი უნდა გადააჭარბოს მამას. ასე გაზრდილი შვილი იქნება ნამდვილი საჩუქარი ქვეყნისა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა