ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ფოტოგრაფმა გააქრო სმარტფონები, რომ აჩვენოს ჩვენი უცნაური და მარტოსული ახალი სამყარო
თქვენ ახლა ამ სტატიას ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით კითხულობთ. წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურებით, თუ ეს მოწყობილობა მოულოდნელად გაქრა.
მარტოხელა? ოდნავ გიჟი? გვერდზე მჯდომ ადამიანს აიგნორებთ?
ამერიკელმა ფოტოგრაფმა ერიკ პიკერსგილმა შექმნა ფოტოების სერია - „ამოღებული", რომელიც შეგვახსენებს, თუ რამდენად უცნაურია ეს პოზა.
თითოეულ პორტრეტში ელექტრონული მოწყობილობები გამქრალია ისე, რომ ადამიანები იყურებიან თავიანთ ხელში, ან ხელებს შორის და ადგილი ცარიელია. ადამიანები კი ერთმანეთს, მათ ირგვლის არსებულ გარემოს ვერც კი ამჩნევენ.