ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ადამიანებმა, რომლებიც სახლიდან გასვლამდე 3-ჯერ მაინც ამოწმებენ ჩაკეტეს თუ არა კარი, ეს სტატია ყურადღებით უნდა წაიკითხონ. ერთ-ერთი უახლესი კვლევით დადგინდა, რომ შფოთვითი აშლილობები და ნევროზები გენეტიკური დაავადება არ არის. მსგავსი ტიპის ფსიქიკური პრობლემები მშობლიდან შვილს მემკვიდრეობით არ გადაეცემა. ყველაფერი იმ გარემოზეა დამოკიდებული, რომელშიც ბავშვი იზრდება.
შვედეთში ჩატარებული კვლევა ტყუპების ოჯახებს აკვირდებოდა. ტყუპებს შფოთვის მაჩვენებელს სპეციალური შკალის გამოყენებით უმოწმებდნენ. გარდა ამისა, მშობლებს დაევალათ, რომ ტყუპების ქცევებს ექვსი თვის მანძილზე დაკვირვებოდნენ და სპეციალური ჩანაწერებიც გაეკეთებინათ.
სტატისტიკური ანალიზის სპეციალური მეთოდის გამოყენებით მეცნიერები იმ არაგენეტიკურ ფაქტორებს გამოყოფდნენ, რომლებიც ოჯახის წევრებს ერთმანეთს ამსგავსებდა. მკვლევარები იმ ასპექტებსაც იკვლევდნენ, რომელთა წყალობით ოჯახის წევრები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შფოთვითი აშლილობის გენეტიკურად გადაცემა არ ხდება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მშობლები ბავშვებს უბიძგებენ ნევროზულები გახდნენ. ისინი შვილებს აძლევენ მაგალითს, რომელსაც ბავშვები მიჰყვებიან.
ადამიანების უმრავლესობისთვის ცხადია, რომ ნევროზული და მშფოთვარე მშობლები ნევროზულ შვილებს ზრდიან. ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის კი აღნიშნული კვლევა ნამდვილი მიღწევაა. კვლევის წყალობით ფსიქიატრებმა პირველად აღმოაჩინეს, რომ ნევროზი და შფოთვითი აშლილობა მემკვიდრეობითი დაავადებები არ არის. ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული. მშობლების მიერ გამოყენებული არასწორი აღზრდის მეთოდები ბავშვს ნევროზულ ადამიანად აყალიბებს.