როგორ იწყებს დილას ექიმი გიორგი ღოღობერიძე
წყარო: ,,შენი დილა''
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე
როგორ იწყებს დილას ექიმი გიორგი ღოღობერიძე
წყარო: ,,შენი დილა''
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე
„დედა რომ შვილს აიყვანს, გულზე რომ დააწვენენ და მოესიყვარულება, პირველი ფრაზა, რაც უნდა უთხრას, ეს არის: „შვილო, შენ ყველაფერი შეგიძლია!“ ახალგაზრდა დედას უნდა ჰქონდეს სამი პირობა. თუ უნდა, რომ ბავშვი გააჩინოს, სამ რამეს უნდა დაჰპირდეს ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ არ მოვლენილა ქვეყანაზე. პირველი: „შვილო, მე შენთვის მექნება დრო, იმდენი, რამდენიც უნდა შენს აღზრდას. თუ არ გექნება დრო, მაშინ გააჩუქე შვილი და ვისაც დრო ექნება, ის აღზრდის. ხომ გინდა, დედა იყო?! დედობა უნდა შედგეს დროში.“
შალვა ამონაშვილმა ახალგაზრდა დედებს ურჩია, შვილს პირობა მისცენ, რომ მისი აღზრდისას მოთმინებას გამოიჩენენ, არ დასჯიან, არ დაუყვირებენ:
„მეორე: „შვილო, იმდენი მოთმინება მეყოფა, რამდენიც შენ დაგჭირდება. მექნება უსაზღვრო მოთმინება, არ დაგიყვირებ, არ გცემ, არ გაგაძევებ, არ შეგიძულებ! მეყოფა მოთმინება, რომ სულ მიყვარდე და ყოველთვის პატივი გცე!“
„მესამე: „შვილო, ჩემს სიყვარულს არ ექნება საზღვარი.“ ერთია, რომ დრო მექნება, მეორეა, რომ მოთმინეა მექნება და მესამეა, რომ მეყვარები, სულ მეყვარები, როგორიც უნდა იყო. წარმატებას ვუსურვებ ახალგაზრდა დედებს და მამებსაც,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ ეთერში ისაუბრა.
წყარო: „ამონაშვილის აკადემია“