Baby Bag

„ახლანდელ დროში ძალიან ბევრი ბავშვია, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ზღურბლი პირის მგრძნობელობის,“ - თამარ გაგოშიძე

„ახლანდელ დროში ძალიან ბევრი ბავშვია, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ზღურბლი პირის მგრძნობელობის,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვების კვებითი ჩვევებისა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ბავშვების ნაწილს პირის მგრძნობელობის დაბალი ზღურბლი აქვს, რის გამოც ისინი გარკვეულ საკვებს ვერ იღებენ:

„ახლანდელ დროში ძალიან ბევრი ბავშვია, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ზღურბლი პირის მგრძნობელობის. ბავშვი ახალ საკვებს არ სინჯავს, ​ხორცს არ ჭამს, ზოგი წვნიანს არ ჭამს, ზოგი საკვებს დასუნავს. სპეციალურად კი არ შვრებიან ეს ბავშვები ამას. არ შეუძლია უბრალოდ ამის მიღება და ამას სჭირდება სპეციალისტის ჩარევა. ამას სჭირდება ოკუპაციური თერაპევტი, ვინც ნელ-ნელა, ძალადობის გარეშე მიაჩვევს ბავშვს სხვადასხვა გემოს და მისი პირის მგრძნობელობა აიწევს, დადგება თავის დონეზე.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვები უნდა გადავაჩვიოთ ჭამის დროს მულტფილმების ყურებას:

„საიდან იცის ბავშვმა, რომ ჭამის დროს მულტფილმს უნდა უყუროს? ეს პირველად ვინ გააკეთა? კვებისა და მულტფილმის დაკავშირება უფროსმა არ გააკეთა? მე მესმის ამას რატომ აკეთებენ მშობლები. არ ჭამს ბავშვი. მშობელი ფიქრობს, რომ მულტფილმის ყურებისას აჭმევს. რა არის გამოსავალი? როგორც შეიქმნა ეს პირობითი რეფლექსი, ასევე უნდა გაწყდეს. მშობლებისთვის ბავშვის კვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. ფიქრობენ: როგორ შეიძლება, რომ ბავშვმა საჭმელი არ ჭამოს? ​თუ არ შეჭამს რა მოხდა, რა მოუვა ბავშვს?! ვერ ვიგებ, რა შეიძლება მოუვიდეს ბავშვს, თუ ერთი ჭამა ჩააგდო იმის გამო, რომ ტელევიზორს არ ურთავ.“

თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია სამი წლის ბავშვებთან კვებასთან დაკვაშირებით მოლაპარაკებები აწარმოონ:

„სამი წლის ბავშვს დიალოგები და ახსნა-განმარტებები არ შველის, მაგრამ ნახეთ, როგორი მოლაპარაკება შველის: შენ აირჩიე, არ არის პრობლემა! ვეუბნებით: ტელევიზორი არ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ ვჭამთ ამ ადგილას.​ ერთსა და იმავე ადგილას უნდა ჭამდეს ბავშვი. არ არის საჭირო, რომ ჭამდეს მისაღებ ოთახში, ტელევიზორის წინ. მას უნდა ჰქონდეს თავისი მაგიდა და სკამი. აქ უნდა მიეჩვიოს ჭამას. სხვა საკითხია, რამდენს შეჭამს. თავისუფალი ნებით შეიძლება შეჭამოს სამი ლუკმა. პირველ ჯერზე ამით უნდა დაკმაყოფილდეს მშობელი. სამი ლუკმა თუ შეჭამა ამ სიტუაციის გარეშე, უკვე კარგია.“

„ახსნა განმარტება ასეთი შეიძლება: „ეს არის ჭამის წესი, ჩვენ ვჭამთ მაგიდასთან. ტელევიზორს ვუყურებთ მეორე ოთახში. ​ბავშვი ატეხავს ამბავს: „არ შევჭამ.“ თქვენ ეუბნებით: „შენი ასარჩევია! არ არის პრობლემა, თუ არ შეჭამ. შეიძლება ერთი დღე ბავშვმა რაღაცები ჩააგდოს, მაგრამ მერე გთხოვს შენ სასუსნავს. დავუშვათ ორ საათზე სადილია, არ შეჭამა სადილი და მერე გთხოვს, რომ მისცე კანფეტი, ორცხობილა. არ ვაჭმევთ! ჩვენ ვეუბნებით მშვიდად: „ 6 საათზე ვვახშმობთ და მაშინ გექნება. ხომ იცი, რომ მაშინ არის ორცხობილა და ჩაი?“ მანამდე მარტო წყალს ვასმევთ. შეიძლება მოხდეს სერიოზული ისტერიკა, მაგრამ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას. როდესაც ბავშვი გთხოვს, რომ მისცე კანფეტი, ეუბნებით: „მეც მინდა მოგცე კანფეტი, მაგრამ ჩვენი პირობა დაირღვა, საყვარელო. ხუთ საათზე რომ შეჭამ, კანფეტი გექნება მერე. ჩვენ შევდივართ მის მდგომარეობაში და უკანვე გამოვდივართ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო,“ - ბავშვთა ნევროლოგი...
ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მშობლები ბავშვების კვების დროს ხშირად უშვებენ. მან აღნიშნა, რომ ბავშვის ოჯახის წევრებისგან განცალკევებით კვება ხშირად მას სა...