Baby Bag

როგორ ამოვიცნოთ ანგინა? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

როგორ ამოვიცნოთ ანგინა? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ ანგინა ბაქტერიული ინფექციაა და არა - ვირუსული. მის სამკურნალოდ სავლებებისა და საწუწნი აბების გამოყენება არაეფექტიანია.​ ევგენი კომაროვსკი მშობლებს უხსნის, როგორ უნდა უმკურნალონ ანგინას, თუ ბავშვს ყელის ტკივილი აწუხებს და როგორ უნდა გაარჩიონ ის ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ყელის ტკივილისგან. ცნობილი პედიატრი უფროსებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ​ანგინა, თუ მას სწორად არ ვუმკურნალეთ, სიცოცხლისთვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

​წყარო

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„ნაყინი ანგინას არ იწვევს, ანგინა ბაქტერიული ინფექციაა,“ - ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცა...
ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ნაყინის, როგორც ანგინის გამომწვევი ტკბილეულის შესახებ მითს ამსხვრევს:„მინდა გითხრათ, რომ ცივი წყალი და ნაყინი აუცილებელია ბავშვებისთვის, ა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს ფრიად უსიამოვნო დიალოგს შევესწარი: ორმა ძალიან სვეცკმა მანდილოსანმა მიმტანს ხმამაღლა დასცინა კილოზე და სოფლელობაზე...“- ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„დღეს ფრიად უსიამოვნო დიალოგს შევესწარი: ორმა ძალიან სვეცკმა მანდილოსანმა მიმტანს ხმამაღლა დასცინა კილოზე და სოფლელობაზე...“- ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მასტერშეფის“ ჟიურის წევრმა ლუკა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანების მიმართ მათი აქცენტის ან წარმომავლობის გამო ნეგატიური დამოკიდებულება გააკრიტიკა:

„დღეს დილას, ფრიად უსიამოვნო დიალოგს შევესწარი.

ერთ ჩემ საყვარელ დაწესებულებაში მიმტანს კილო აქვს ოდნავ მეგრული აქცენტით.

მოემსახურა მაგიდას და ორმა ძალიან სვეცკმა მანდილოსანმა როგორც კი გატრიალდა ფრიად ხმამაღლა დასცინა კილოზე და სოფლელობაზე. იმათ კი საყვედური მიიღეს, მაგრამ იმ მიმტან ბიჭს სახეზე დაეტყო ემოციური დაცემა.

ხოდა აქვე ხაზს გავუსვამ, კილო, აქცენტი და რეგიონალური ვარიაციები არ განსაზღვრავს სოფლელობას, თქვე კაი ხალხო.

სოფლელიბაა მანქანით გაზაობა, შშმ პარკინგზე გაჩერება, რიგის არ დაცვა და კიდე ბევრი სხვა რამ...

თბილისი ერთი ქალაქია, უმეტესობა საქართველო რეგიონია. არ გვაქვს თბილისს ავტორიტეტი იმაზე თუ რა ტიპის მეტყველებაა სტანდარტი.

ყველას, მათ შორის მეც, გვახასიათებს ხანდახან კილოში გადასვლა, ეს ხიბლია და სილამაზეა ქართული ენის. (ჩემი მეგრულის არ ცოდნა ცოტა ქვეყნის ღალატი მგონია)

ხოდა წიგნს გონებაში რა აქცენტით წაიკითხავ მნიშვნელობა არ აქვს...

და კილო რო არ მოგწონს ვიღაცის, იგივეა იმ რეგიონის თავისებურებები და კულტურა არ მოგწონდეს, შემდეგზე ხარჩოს რომ გადაირტყამ, მაგრამ აქცენტი არ მოგწონს მაგ რეგიონის, გახსოვდეს რომ ერთმანეთის გარეშე ოგ ორი რამ ფრიად ღარიბი იქნება.

და კი, ზოგადად სიტყვა სოფლელი ცუდ კონტექსტში გამოსაყანებელი არაა, უბრალოდ პირობითი განსზაღვრება რაც არის ამ სიტუაციაში არ შეესაბამება რეალობას,“-აღნიშნა ლუკა ნაჭყებიამ.

წაიკითხეთ სრულად