Baby Bag

​102 წლის ბებომ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, კლინიკა დატოვა - ვიდეო

102 წლის ბებომ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, კლინიკა დატოვა. ვიდეოს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კადრებში ჩანს, როგორ აცილებს კლინიკის მედპერსონალი მოხუცს აპლოდისმენტებით.

შეგახსენებთ, რომ 102 წლის ბებო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

,,ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამ...
„ვინც სახლში გადის მკურნალობას, პირველ რიგში წყლის მიღებაა ყველაზე კარგი. ასევე აუცილებელია მოძრაობა. კორონავირუსს საშინელი სისუსტე ახასიათებს, ადამიანს განძრევაც კი არ უნდა, მიუხედავად ამისა,&nb...
,,სისხლის გასათხელებლად ეს ნაზავი სახლში შეგიძლიათ მოამზადოთ'' - ნახეთ ოთარ ტატიშვილის რეც...
​თრომბოზი, კოვიდინფექციის გართულება - როგორ ავირიდოთ სისხლის შესქელება, რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ პრევენციისთვის? ნახეთ ვიდეო, სადაც ექიმი ოთარ ტატიშვილი გასწავლით, თუ რა პროდუქტები უნდ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„მინდა, რომ ადამიანებმა ეს შეცდომა არ დაუშვან,“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

​​იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმ მითების შესახებ საუბრობს, რომლებიც კორონავირუსული ინფექციის შესახებ საზოგადოებაში აქტიურად ვრცელდება. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის ეფექტიანობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება:

„რემდესივირის გარდა ჯერ არ გვაქვს არავითარი წამალი, რომელიც გამოიყენება კოვიდ-19-ის დროს და კურნავს პაციენტებს, პრაქტიკულად არ არსებობს. რამდენიმე წამლის შესახებ მომწერეს კიდეც სოციალურ ქსელში. იგივე რიმპაფიცინი შემიძლია დავასახელო, რადგან მინდა, რომ ადამიანებმა ეს შეცდომა არ დაუშვან. ეს არის ყველა ანტიბაქტერიული მოქმედების პრეპარატები, მათ შორის ლევოფლოქსაცინიც საკმაოდ ძლიერი და კარგი პრეპარატია, სწორ პირობებში, სწორ ადგილას გამოყენებისას. თვითნებურად მისი მიღება ძალიან დრამატულ შედეგებს გამოიწვევს. ნებისმიერი მედიკამენტის ექიმის უკითხავად მიღება უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე სარგებლის.“

​ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ნიორი, ბროწეულის წვენი ან ლიმონი ადამიანს კორონავირუსისგან ვერ განკურნავს:

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვრცელდება ინფორმაციები კორონავირუსისგან განკურნების ეფექტიანი საშუალებების შესახებ. ლაპარაკი იყო ნიორზე, ბროწეულის წვენზე და ა.შ. ერთი რამ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ეს პროდუქტები ნამდვილად სასარგებლო პროდუქტებია. ლიმონი არის ციტრუსებს შორის ყველაზე მაღალი ​C ვიტამინის შემცველობის. ნიორიც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არცერთ მათგანს კორონავირუსზე რაიმე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა არ გააჩნია. ეს რომ ასე იყოს, ჩვენ უკვე გვეცოდინებოდა. ავტორიტეტული ორგანიზაციები უკვე მოგვაწვდიდნენ ამის შესახებ ინფორმაციას. მოსახლეობას ამ პროდუქტების გამოყენება ზოგადად ორგანიზმისთვის შეუძლია. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კორონავირუსთან მიმართებაში მათ რაიმე პოზიტიური ზეგავლენა არ გააჩნიათ. რაც ვიცით, რომ ზეგავლენას ახდენს, ეს არის ხელის ჰიგიენა, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.“

​ჩვენ თუ განვიხილავთ სეზონურად არსებულ გრიპის შტამს, რომელიც ახლა ცირკულირებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მათი სიკვდილობის პროცენტული მაჩვენებელი არ აღემატება 0,1 %-ს. ეს არის 1000 დაავადებული ადამიანიდან 1 გარდაცვალების შემთხვევა. რაც შეეხება კოვიდ-19-ის ინფექციას, აქაც ყველაფერი ნათელია. დღეს დაავადებულია 58 მილიონი ადამიანი და გარდაცვლილია 1 300 000 ადამიანი. ეს, რა თქმა უნდა, ზუსტი რიცხვი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ყველა პაციენტისტვის ანალიზი გაკეთებული და ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია. კორონავირუსის სიკვდილობის მაჩვენებელი ყველა ასაკის გათვალისწინებით არის 0,6-დან 1 %-მდე. გრიპისგან განსხვავებით, კოვიდ-19-ით გამოწვეული დაავადება 6-10-ჯერ უფრო მეტ ადამიანს იმსხვერპლებს და იწირავს. ეს არის უფრო ვერაგი და ცუდი ვირუსი. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვუყუროთ და თვალი გავუსწოროთ,“ - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად