ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
პირველი ივნისიდან 215 000-ზე მეტი ბავშვი ყოველთვიურად 150-ლარიან დახმარებას მიიღებს - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ივნისის თვიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზერდება:
„ერთი წლის წინ ჩემი გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ და გავხადეთ 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს დახმარება გახდეს 150 ლარი. პირველი ივნისიდან თითოეულ სოციალურად დაუცველ ბავშვზე დახმარება შეადგენს 150 ლარს. ამ მიმართულებით წელს ჯამური ბიუჯეტი 341 მილიონი ლარი იქნებს. ეს დახმარება გაგრძელდება მომავალი წლიდან. ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანის მდგომარეობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 000-ზე მეტ ბავშვს. ჩვენ ვგეგმავთ სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორიც არის, მაგალითად, დასაქმების პროგრამა. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ეს მიზნობრივი დახმარებები სწორედ ამ მიზნით არის გაკეთებული,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.