ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„მთავარი არის ცხელება. უმრავლეს შემთხვევაში დელტა შტამის დროს ბავშვებში არის ჰექტიური ტემპერატურა,“ - თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მომართვიანობამ მოიმატა, თუმცა დელტა შტამს განსაკუთრებით რთული მიმდინარეობა არ ახასიათებს:
„ბავშვებში მომართვიანობამ მოიმატა. იმ დროს, როდესაც ყველაზე ხშირი გავრცელება იყო ოქტომბერი-ნოემბერი, ათეულზე მეტ პაციენტთან მქონდა შეხება. მე პირადად ყოველდღიურად 4-5 პაციენტთან ახალ დიაგნოსტირებულ შემთხვევასთან მაქვს საქმე. დელტა შტამი განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს, დაახლოებით იგივე მიმდინარეობა აქვს. ერთადერთი არის გახანგრძლივებული ცხელება, მაშინ როდესაც თავიდან იყო 2-3 დღე ცხელება მაქსიმუმ. უფრო მეტად არის გამოხატული ჰექტიური ცხელება. ცხელების დღეების რაოდენობა არის 4-5. ზაფხულის პერიოდში ცხელების მართვა არის საკმაოდ გაძნელებული.“
თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ბავშვებში ახლა სხვადასხვა ტიპის რესპირაციულ-ვირუსული ინფექციაა გავრცელებული:
„ბავშვები არიან შედარებით მივარდნილები, სითხეს ვერ იღებენ. ჰოსპიტალიზაციის უფრო მეტი შემთხვევებია. ახლა იმდენი გავრცელება არ არის რაოდენობრივად, უბრალოდ ჰოსპიტალიზაციის პროცენტულმა რაოდენობამ მოიმატა. კორონავირუსული ინფექცია არის რესპირაციულ-ვირუსული ინფექცია. ახლა საქართველოში გავრცელებულია სხვადასხვა ტიპის რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები. მათი დიფერენცირება საკმაოდ რთულია.“
„მოზრდილი ასაკის ბავშვებში არის უფრო ყელის ტკივილი, თავის ტკივილი. ადრეული ასაკის ბავშვებში არის ხველა, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ცხვირის გაჭედვა, უფრო მეტად არის გამოხატული ყელის ტკივილი. მთავარი არის ცხელება. უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებში დელტა შტამის შემთხვევაში არის ჰექტიური ტემპერატურა. ზოგ შემთხვევაში ადრეული ასაკის ბავშვები ძუძუთი ან ფორმულით კვებისგან თავს იკავებენ, სითხეს ვერ იღებენ და სწორედ ამ ბავშვების დროული ჰოსპიტალიზაციაა საჭირო,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.