ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„ბავშვი არ არის, რომ დღეში რამდენჯერმე მაინც არ ჰქონდეს ამოქაფება,“- პედიატრი ყარამან ფაღავა ბავშვებში გავრცელებულ პრობლემაზე
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში ამოქაფებისა და კვების შემდგომ ღებინების პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრობლემები ძალიან გახშირებულია:
„არიან ძალიან ბედნიერი ოჯახები, სადაც ბავშვს სძინავს დღე-ღამეში 20 საათი, არიან ნაკლებად ბედნიერი ოჯახები, სადაც სძინავს მხოლოდ 8-10 საათი და დანარჩენ დროს გაჰკივის. ბავშვი არ არის, რომ დღეში რამდენჯერმე მაინც არ ჰქონდეს ამოქაფება. ზღვარი ძალიან პირობითია, სად იწყება მსუბუქი ამოქაფება, მერე ცოტა მეტი წამოქაფება, აქედან გადასვლა არის ღებინებაზე.“
„ღებინება შეიძლება იყოს მსუბუქი, მძიმე. ასეთი კონტინუუმია. ეს რეფლუქსები და წამოღებინებები ბავშვთა ასაკში მრავალმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, დაწყებული ბავშვების ვეგეტონევროზით, დედების პრობლემებით დასრულებული. დედა როდესაც ღელავს, უარესად არის ბავშვი. ამიტომაც ვეუბნები დედას, წყნარად იყავი. მეცხრამეტე საუკუნეში იყო ძალიან ცნობილი ბავშვთა ექიმი და ის ამბობდა: მსოფლიოში ულამაზესი ქალები, ქართველი ქალები ბავშვებს ძუძუს აძლევენო. უამრავი დაავადებაა, შეიძლება თანდაყოლილი სიმსივნე იყოს, მშობიარობის დარღვევები იყოს, თანდაყოლილი მეტაბოლოპათიები იყოს. მთავარი და პირველი მაინც არის ის, რომ ექიმმა უნდა დასვას დიაგნოზი. თვითონ ეს მდგომარეობაც თავისთავად მძიმეა. ასეთ შემთხვევაში მას უნდა მივხედოთ. ჭამის შემდეგ ბავშვი 5 წუთით ვერტიკალურად გააჩერეთ. პატარას წამოაღებინებს ბავშვი და ეს შესანიშნავია. პატარა ბავშვებში მუცელზე დაწოლის გვეშინია. ან ზურგზე ან მარცხენა გვერდზე უნდა იწვეს ბავშვი. ბავშვებთან ხმამაღალი სიტყვა არ გვინდა და შერიგება კი ბატონო. შემდეგი არის კვება და ანტირეფლუქსური მკურნალობა,“- აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.