Baby Bag

,,შატალოზე, რა თქმა უნდა, ვყოფილვარ..'' - რომელ სკოლაში სწავლობდა და როგორი მოსწავლე იყო პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე სკოლის პერიოდზე საუბრობს. 

ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ!!!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის

პაატა იმნაძე ლუგარის ლაბორატორიის ეზოში - ფოტო
ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში ლუგარის ლაბორატორიის ეზოში გადაღებულ პაატა იმნაძის ფოტოს აქვეყნებს წარწერით - ,,პაატა იმნაძე- ასი მეილი, 200 ზარი, 50 ჩართვა. ლუგარი, ცენტრი, ბრიფინგი და 4...
„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ გადაუზარდოთ ბავშვს სიფრთხილე შიშში! შიში მხოლოდ დამცირებაა, ვამცირებთ იმას, ვისაც ვაშინებთ,“- შალვა ამონაშვილი

„არ გადაუზარდოთ ბავშვს სიფრთხილე შიშში! შიში მხოლოდ დამცირებაა, ვამცირებთ იმას, ვისაც ვაშინებთ,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში შიშის ფენომენის აღმოცენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიში არ არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება, ის შეძენილია:

„შიში თანდაყოლილი თვისება არ არის. ადამიანი არ იბადება შიშით. ის იბადება სიფრთხილის განცდით. ფრთხილი უნდა იყო, ცხოვრებას ითვისებ, ბევრი რამ შენთვის გაურკვეველია, ბილიკი არ გაქვს გაკვეთილი. სიფრთხილე გვმართებს ყოველთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვშფოთავდეთ და გვეშინოდეს. შიში ჩვენი სისუსტეა. ​თანდაყოლილი სიფრთხილე უნდა ვზარდოთ ჩვენში და ბავშვშიც უნდა ვზარდოთ. იქამდე კი არა, როგორც მოთხრობებშია აღწერილი, გაგანია სიცხეში წვიმის შიშით კაცი რომ ქოლგით გამოდის. ასეთი შფოთვა და შიში უგუნურებამდე მიგვიყვანს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, შიში ვერ გვიხსნის განსაცდელისგან და უმჯობესია, ფრთხილები ვიყოთ, ვიდრე გვეშინოდეს:

„ნათქვამია: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო.“​ სიფრთხილე გვმართებს და არა შიში. სიფრთხილე ბავშვშიც უნდა აღვზარდოთ და ჩვენს თავშიც. ხომ არ ხდება ისე, ჩემო ძვირფასო მშობლებო, რომ თვითონ ვზრდით ჩვენს ბავშვებში შიშს?! ეს სიფრთხილე შეიძლება შიშში გადაიზარდოს, თუ ბავშვს სწორ გზაზე არ დავაყენებთ. როდესაც პატარა ბავშვს ვეუბნებით: „გაუშვი, ხელი არ ახლო, იქ არ მიხვიდე,“ ეს სიფრთხილეს ართმევს ბავშვს და მის ნაცვლად შიშს ნერგავს. სიფრთხილეს არავინ არ ზრდის ჩემში, მარტო მეუბნებიან, რომ ცუდი ამბავი მოხდება.“

„არ გადაუზარდოთ ბავშვს სიფრთხილე შიშში. ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. სიკვდილი ერთია, ყველას მოგადგებათ, თუმცა ყველას გისურვებთ ძალიან დიდხანს სიცოცხლეს. მოგვადგება სიკვდილი კარს და შიში გვიხსნის?! იქნებ ცნობისმოყვარეობით უნდა მივიღოთ ყველაფერი, რომ ვნახოთ: აბა ეს რაღა ყოფილა?! ჩვენი ბავშვები გმირებად უნდა გავზარდოთ. ჩვენ თვითონ გმირები უნდა ვიყოთ. შიში მხოლოდ დამცირებაა. ჩვენ თვითონ ვმცირდებით და იმათაც ვამცირებთ, ვისაც ვაშინებთ. ​შევეშველოთ ბავშვს, რომ თანდაყოლილი სიფრთხილე არ გადაეზარდოს შიშში. სიფრთხილე, გონივრული ქცევები, წინდახედულება, ეს ყოველთვის უნდა აღვზარდოთ ბავშვში. ბავშვს უნდა ვუთხრათ: „ნუ გეშინია, შვილო, მიდი! მე შენთან ვარ მშველელი!“ როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ აქვს მხარდაჭერა, მასში შიში არ აღმოცენდება,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად