Baby Bag

,,სულ ველოდებოდი, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა გამოჩნდებოდა, ნაწყენი ვარ, რომ აქამდე არ მომძებნა''

სულ ველოდებოდი, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა გამოჩნდებოდა, ნაწყენი ვარ, რომ აქამდე არ მომძებნა - ნატო შავიშვილის ისტორია, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ !!!


Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედები​სთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძირითადად, ქალს ბრალდება, როდესაც ნაყოფი მამრობითი სქესის არ არის. ამ დროს ქალი არაფერ შუაშია, ბავშვის სქესი მხოლოდ მამაკაცზეა დამოკიდებული,“ - გენეტიკოსი მაკა ჭიპაშვილი

გენეტიკოსმა მაკა ჭიპაშვილმა „სხვა შუადღეში“ იმ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებსა და მოსაზრებებზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებაში ნაყოფის სქესთან დაკავშირებით არსებობს:

„ბავშვის სქესი მხოლოდ მამაკაცზეა დამოკიდებული. როდესაც ეს კითხვა დამისვით, გამეღიმა კიდეც. ძირითადად, ქალს ბრალდება, როდესაც ნაყოფი მამრობითი სქესის არ არის. ამ დროს ქალი არაფერ შუაშია. ჩვენ გვაქვს 2 X ქრომოსომა და სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მამაკაცებს აქვთ X და Y, შესაბამისად რომელი ქრომოსომის შემცველი სპერმატოზოიდიც გაანაყოფიერებს ჩვენს უალტერნატივო რიგს, იქიდან გამომდინარე სქესიც ყალიბდება, ასე რომ ნაკლები დანაშაული ქალებს და მეტი მამაკაცებს. თუმცა მათაც არ შეუძლიათ რაიმეს რეგულირება, რასაკვირველია.

„ფრაზა „ბიჭი ვერ გავუჩინე“ ადრე უფრო ხშირად გვესმოდა. ახლა მსგავსი შინაარსის საუბრებმა ნელ-ნელა იკლო. დღეს ბევრი პათოლოგია არსებობს, უშვილობის პრობლემაც წამოიჭრა, შესაბამისად, მსგავსი ფრაზები ბევრად ნაკლებად გვესმის. დღეს სელექციური აბორტიც აკრძალულია და ამ რიცხვმაც მნიშვნელოვნად იკლო. ექოსკოპისტსაც გარკვეულ ვადამდე არ აქვს სქესის თქმის უფლება,“ - აღნიშნა მაკა ჭიპაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად