Baby Bag

„არ გამოტოვოთ თქვენი ცხოვრების ეს ძალიან მაგარი საფეხურები“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ბავშვებს მიმართავს

​„ბავშვებო, რაც არ უნდა ცუდად იყოთ, როგორც არ უნდა ფიქრობდეთ, რომ ამ ცხოვრების დედაც, იცოდეთ, რომ ეს არის იმ წუთის ემოცია, როცა ამას ფიქრობთ. იცოდეთ, რომ თქვენი პრობლემა აუცილებლად გაივლის, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. იცოდეთ, რომ იგივე განცდა ყველას გვქონია და თქვენს ასაკში განსაკუთრებით. სიკვდილი ცუდია. სიცოცხლეა კარგი, რომელშიც აუცილებლად არის თქვენთვის გადანახული სიყვარული. ცოტა იმედგაცრუებაც, მაგრამ უფრო მეტი სიხარული. თქვენს წილ სიცოცხლეში ბევრი ფერადი დღეებია, თქვენი საყვარელი ადამიანებით სავსე ბედნიერი დღეები, მერე სტუდენტობა, მერე მოგზაურობა, მერე ემოციებით სავსე წლები. არ გამოტოვოთ ეს ყველაფერი. არ გამოტოვოთ თქვენი ცხოვრების ეს ძალიან მაგარი საფეხურები. თუ ახლა მიყურებ და ფიქრობ, რომ არაფერი მესმის შენი და განსაკუთრებით შენი პრობლემის, იცოდე, რომ ცდები. იმიტომ, რომ მეც მეშინია, მეც შემშინებია და თან მხოლოდ მაშინ კი არა, როცა შენხელა ვიყავი. გუშინ, გუშინწინ შემეშინდა. მაგალითად, შემეშინდა სახლიდან გამოსვლის, ხალხში გასვლის მეშინია. მეც მქონია განცდა, რომ ამ ცხოვრების დედაც, მაგრამ იქვე მახსენდება, რომ არაფერი სიცოცხლეზე მაგარი არაა და თუ ოდესმე მაინც მოგერევა შიში და იმედგაცრუება, გაიხსენე, რომ ყველა შენი საყვარელი ადამიანი აქ რჩება. შენ სადაც მიდიხარ, იქ არც შენი დედაა, არც შენი მამა, არც შენი ბებია, არც შენი შეყვარებული. ყველა აქ ვართ და შენც აქ უნდა დარჩე,“ - ამ სიტყვებით მიმართა ბავშვებს ნანუკა ჟორჟოლიანმა. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„ვავალებ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში“ - გიორგი გახარია

„ვავალებ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში“ - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა, განათლების, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართავს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.

პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს:
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული.

ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.

შესაბამისად, ვავალებ:

• შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.

• ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.

• იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.

საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი.

მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან,“ - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად