Baby Bag

„საყველაფრო რომ აქვთ დამთავრებული, რა თქმა უნდა ყალბი, პრეტენზია და განაცხადია“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

როგორ შეიძლება ნებისმიერ სფეროში ნებისმიერ კითხვაზე გქონდეს პასუხი, საყველაფრო რომ აქვთ დამთავრებული, რა თქმა უნდა, ყალბი პრეტენზია და განაცხადია - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საუბრობს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,“- თორნიკე რიჟვაძე ახალი ინიციატივის შესახებ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,“- თორნიკე რიჟვაძე ახალი ინიციატივის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ ბიუჯეტში უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარის გამოყოფა იგეგმება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მომავალ წლებში აღნიშნული დაფინანსება მომართვიანობიდან გამომდინარე გაიზრდება:

„ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას ჩვენ გვაქვს ახალი ინიციატივები, რომელიც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს. არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ მიმართულებითაც უკვე შემდეგი კორექტირების დროს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი და ეს მოხმარდება ამ ადამიანების საჭიროებებს.

მომართვიანობიდან გამომდინარე ჩვენ უკვე მომავალ წლებში გავზრდით შესაბამის დაფინანსებას,“ - აღნიშნული სიახლის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

წყარო: ​„ქრონიკა“

წაიკითხეთ სრულად