„მინდა, გაგაცნოთ ადამიანი, რომლის გამოც დავრჩი ამ ცხოვრებაში...“ - მაია ასათიანი დედასთან, ნინო კალანდარიშვილთან ერთად გადაცემა „პროფილში“.
„მინდა, გაგაცნოთ ადამიანი, რომლის გამოც დავრჩი ამ ცხოვრებაში...“
This is a modal window.
This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
„მინდა, გაგაცნოთ ადამიანი, რომლის გამოც დავრჩი ამ ცხოვრებაში...“ - მაია ასათიანი დედასთან, ნინო კალანდარიშვილთან ერთად გადაცემა „პროფილში“.
„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.
გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.
წყარო: „იმედის დღე“
წაიკითხეთ სრულად