Baby Bag

„და დღეს რომ წავალთ აღარ ვიფიქრებთ თქვენზე, დარწმუნებული ვართ, არც თქვენ იფიქრებთ ჩვენზე“ - ბათუმის N2 სკოლის სკანდალური ჰიმნი

„და დღეს რომ წავალთ აღარ ვიფიქრებთ თქვენზე, დარწმუნებული ვართ, არც თქვენ იფიქრებთ ჩვენზე“ - ბათუმის N2 სკოლის სკანდალური ჰიმნი

ბათუმის N2 სკოლის სკანდალური ჰიმნი - ასეა დასათაურებული კლიპი, რომელიც youtube-ზე 2 დღის წინ გამოქვეყნდა და 17 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ჰიმნს კომენტარებში ძირითადად დადებითი გამოხმაურება აქვს:

„საუკეთესო ჰიმნია, რაც კი შექმნილა“, „ასეთი ვიდეო სკოლის თემაზე არ მინახავს“, ყველაზე მაგარი ბავშვები ხართ, საუკეთესონი ხართ,“ - წერენ კლიპის კომენტარებში youtube-ს მომხმარებლები.

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად