Baby Bag

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბიძინა კულუმბეგოვმა დადო პოსტი ჰონგ-კონგში ძალიან მაგარი კვლევა ჩატარდაო, ეს არის სისულელე,“ - გიორგი ფხაკაძე ბიძინა კულუმბეგოვს აკრიტიკებს

„ბიძინა კულუმბეგოვმა დადო პოსტი ჰონგ-კონგში ძალიან მაგარი კვლევა ჩატარდაო, ეს არის სისულელე,“ - გიორგი ფხაკაძე ბიძინა კულუმბეგოვს აკრიტიკებს

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჩინური ვაქცინის კვლევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა:

​კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენ არაპროფესიონალიზმი. ბიძინა კულუმბეგოვი ძალიან კარგი ბიჭია, ალერგოლოგია. მიხედე იმ ალერგიას, ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. პროპაგანდას უკეთებენ ამ ჩინურ ვაქცინას. ბიძინამ დადო პოსტი ჰონგ-კონგში ძალიან მაგარი კვლევა ჩატარდაო. ეს არის როგორი სისულელე. ყველა სააგენტომ აიტაცა, რომ კულუმბეგოვმა დადო პოსტი.“

გიორგი ფხაკაძის თქმით, ჰონგ-კონგში ჩატარებულ კვლევას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს:

„რა არის მაგარი? არ იცით, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთია? იქ ყველაფერს ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს. კვლევის ლინკი მაქვს დადებული. აბა წაიკითხეთ, ვინ დააფინანსა ეს კვლევა?! ეს კვლევა ჩინეთის მთავრობამ დააფინანსა.“

„ნახეთ რამდენმა ადამიანმა გაიარა კვლევა. კვლევაში მონაწილეობდა 360 ადამიანი. ​ჩინელებმა მილიარდი ადამი​ანი აცრეს და მარტო 360 ადამიანში ნახეს, რომ ჩინური ვაქცინა კარგია?ეს იმდენად სასაცილოა და იმდენად აბსურდის თეატრია, რომ რატომ შვრება ეს ხალხი ამას, ვერ გავიგე. დრო ხომ გავა, ხომ იცით, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს,“ -აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად