Baby Bag

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა,“- გიორგი ფხაკაძე

„თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა,“- გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში აქტუალური შიმშილობის თემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიმშილობის დაწყებამდე ადამიანმა ვაქცინაცია აუცილებლად უნდა ჩაიტაროს:

„კოვიდი რას აკეთებს? ​კოვიდი აზიანებს ადამიანებს. განსაკუთრებით აზიანებს იმ ადამიანებს, ვისი იმუნური სისტემა არის დაქვეითებული. ამიტომაც არის რეკომენდებული, რომ თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა.“

„ეს არის ჩემი, როგორც ექიმის რჩევა. თუ ადამიანს შიმშილობის პროცესში კოვიდი დაემართება, ის ვირუსს უფრო მძიმედ გადაიტანს. მე ვურჩევ, ჯერ აიცრას ერთი დოზით, 21 დღის შემდეგ მეორე დოზით, მერე 14 დღე დაელოდოს და დაიწყოს შიმშილობა. ასე იქნება მისი ორგანიზმი დაცული. მე აქ პოლიტიკოსებზე არ მაქვს საუბარი. მე ვამბობ ორგანიზმზე,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

წყარო: ​„რადიო GT” 

წაიკითხეთ სრულად